იზაბელ კოულმენი - მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში იზაბელ კოულმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.

იზაბელ კოულმენი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის მადლობას უხდის.

“მაქვს პატივი, ვიმყოფებოდე საქართველოში და კიდევ ერთხელ დავადასტურო USAID-ის სოლიდარობა იმ პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის სასტიკ ომს უკრაინაში. მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის”, - წერს კოულმენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს