"ნაციონალური მოძრაობის" წევრები რადაში სხდომას დაესწრნენ

უკრაინის უმაღლეს რადაში სხდომას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’’ ხატია დეკანოიძე, დავით ხაჯიშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი დაესწრნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მიმართ.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, უკრაინის რადას თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს ამ რთულ პერიოდში კიევში ჩასვლისა და მხარდაჭერისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო