გიორგი ვაშაძე - მეტი სანქციები რუსეთს, მეტი შეიარაღება და დაფინანსება უკრაინას

მეტი სანქციები რუსეთს, მეტი შეიარაღება და დაფინანსება უკრაინას , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ALDE-ს პარტიის ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ALDE-ს პარტიის ლიდერების შეხვედრაზე ევროპელმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი უპირობო მხარდაჭერა.

ამასთან, მისი განცხადებით, იმსჯელეს რუსული გაზის ემბარგოს საკითხთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიქმნას სტრატეგია, თუ როგორ განთავისუფლდნენ ევროპის ქვეყნები რუსული გაზისადმი დამოკიდებულებისგან.

„დასრულდა ALDE-ს პარტიის ლიდერების შეხვედრა. ყველა პარტიის ლიდერი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უპირობო მხარდაჭერაზე ერთხმად შევთანხმდით. შეხვედრის მთავარი მიზანი, რომელიც გამოიკვეთა, ეს არის - მეტი მხარდაჭერა უკრაინას როგორც ფინანსურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით და კიდევ უფრო მკაცრი და ხანგრძლივი სანქციები რუსეთს. შეხვედრაზე ასევე საკითხი შეეხო რუსეთის გაზის მოხმარებას, გამოიკვეთა პოზიცია, რომ ამ მხრივაც გაზის ემბარგოს საკითხზე უნდა დაიწყოს მსჯელობა და უნდა შემუშავდეს სტრატეგია, თუ როგორ განთავისუფლდნენ ევროპის ქვეყნები რუსეთის გაზის დამოკიდებულებისგან, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რა მოცულობის გაზს მოიხმარს. აღნიშნულთან დაკავშირებით დამოკიდებულება არის ერთაზროვანი, რომ რუსეთის გაზისგან უნდა გათავისუფლდეს ევროპა, ეს კი დამატებითი წნეხი იქნება ოკუპანტ ქვეყანაზე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ALDE-ს პარტიის ლიდერების შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო - მეტი სანქციები რუსეთს, მეტი შეიარაღება და დაფინანსება უკრაინას!", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ALDE-ს პარტიის ლიდერების შეხვედრა, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ესწრებოდა, დასრულდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?