სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგზე - დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არის "დიდი გამარჯვება", რომელიც საქართველოს "სიმართლეს ამტკიცებს".

"დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიმართლეს. ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარა იურიდიულ, საერთაშორისო მხარდაჭერას", -წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა - ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 370 საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა