დიმიტრი მედვედევი - სანამ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შედეგები მიღწეული არ არის, ოპერაცია უნდა გაგრძელდეს, როგორც ეს ჩაიფიქრა ქვეყნის პრეზიდენტმა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის შეწყვეტას მიზნის მიღწევამდე არ აპირებს. მისი თქმით, რუსეთი იქამდე არ გაჩერდება, სანამ უკრაინის “დენაციფიკაცია” და “დემილიტარიზაცია” არ მოხდება.

“რუსეთმა დაიწყო სპეცოპერაცია უკრაინაში, რადგან მოსკოვის მიერ დასახული მიზნები დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდა. ამის შესახებ ისაუბრა პრეზიდენტმა, როდესაც სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება გაავრცელა. სპეცოპერაციის მიმდინარეობა და მისი ჩატარების გეგმები განისაზღვრება მთავარსარდლის მიერ, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტია. პრეზიდენტმა თავისი შეფასება წარმოადგინა”, - განაცხადა მან.

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც ანტირუსულ პოლიტიკას არ განახორციელებს.

“ეს მიზნები ეხება უკრაინის მომავალს; უკრაინის სტატუსს, როგორც ნეიტრალურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც არ ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, სახელმწიფოს, რომელიც არ არის მილიტარიზებული და სახელმწიფო, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ნორმალური მეზობელი. ამიტომ, სანამ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შედეგები მიღწეული არ არის, ოპერაცია უნდა გაგრძელდეს, როგორც ეს ჩაიფიქრა ქვეყნის პრეზიდენტმა“, - განაცხადა მან.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის