პარლამენტში „ლელოს“ ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავენ

საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტია ,,ლელოს" ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ უნდა გადადგას პირველ ეტაპზე, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსი, ხოლო შემდეგ გახდეს ევროკავშირის წევრი.

"ლელო" მოისმენს არასამთავრობო სექტორის ხედვას და გაეცნობა არასამთავრობო სექტორის მიერ ამ საკითხზე შემუშავებულ დოკუმენტს - ,,ათი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, ასევე გაუზიარებს საკუთარ ხედვასაც.

როგორც სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, საქართველოს, ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების თვალსაზრისით, გარკვეული გამოწვევები აქვს, რომელიც უკრაინის ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას და მანამდეც მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით არის განპირობებული.

"ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რაც აქვს ევროკავშირში ჩვენს განაცხადს, ეს არის ის ფაქტი, რომ როცა ევროკავშირი გამონაკლისის სახით განიხილავს უკრაინაში ომის ფონზე ამ განაცხადებს და როცა საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე უკრაინის ხელისუფლებას აქვს ძალიან მკვეთრი პოზიცია, რომ საქართველოს განაცხადი არ უნდა იყოს განხილული იგივე რეჟიმში, რა რეჟიმშიც უკრაინის განაცხადი განიხილება, ეს თავისთავად არის უკვე ძალიან სერიოზული პოლიტიკური გამოწვევა ჩვენი განაცხადის წარმატებისთვის. ასევე სერიოზული პრობლემაა "ქართული ოცნების" მიერ მიშელის შეთანხმების დატოვება და ზოგადად, ქვეყანაში რეფორმების ჩიხში შეყვანამ გამოიწვია ის, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების და ასევე საქართველოს მეგობარი ქვეყნების პოზიციაა, რომ ძალიან რთული იქნება განაცხადის პროგრესის მიღწევა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დღეს ორი მიმართულებით მუშაობა, ერთია რეფორმების გატარება და მეორე პოლიტიკური ლობირება ჩვენი ქვეყნის ინტერესების იმ გარემოში, როცა პოლიტიკური ურთიერთობები მინიმალურ ნიშნულზეა დასული ევროკავშირთან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს კონსოლიდაცია პოლიტიკური აქტორების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის იმისთვის, რომ დავიცვათ სახელმწიფოს ინტერესები მაშინ, როცა ამას ვერ ახერხებს ის, ვისაც ევალება ამის გაკეთება,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა