სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების" წარმომადგენლები 2008 წლის ომში საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ, დღეს კი ცდილობენ სტრასბურგის გადაწყვეტილება საზოგადოებას საკუთარ გამარჯვებად „შეასაღონ“

„ქართული ოცნების" წარმომადგენლები 2008 წლის ომში წლებია საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებენ, დღეს კი ცდილობენ სტრასბურგის გადაწყვეტილება საზოგადოებას საკუთარ გამარჯვებად „შეასაღონ“, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ პასუხი გასცა ყველას ქვეყნის შიგნით, ვინც ამ ომში საქართველოს ადანაშაულებდა, მათ შორის "ქართულ ოცნებას".

„ჩვენ მივესალმებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ სწორედ რუსეთი იყო აგრესორი 2008 წელს და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა 2008 წელს, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მაგრამ მე მიკვირს დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც წლებია საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ 2008 წლის ომი იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ბრალი და საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ სისტემატურად, დღეს კი ცდილობენ საზოგადოებას სტრასბურგის გადაწყვეტილება საკუთარ გამარჯვებად "შეასაღონ". ძალიან კარგია, რომ სტრასბურგმა პასუხი გასცა მათ შორის "ქართულ ოცნებას" და იმ პოლიტიკურ აქტორებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც წლებია საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ 2008 წლის სამხედრო აგრესიაში", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად 370 ინდივიდუალური საჩივარი ცნო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო