ირაკლი შოთაძე - პროკურორთა კონფერენცია საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონიერების, პროკურატურის და პროკურორის დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საფუძველზე

პროკურორთა კონფერენცია საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონიერების, პროკურატურის და პროკურორის დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საფუძველზე. ჩვენთვის ასევე უმნიშვნელოვანესია პროცესის გამჭვირვალობის და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი სამსახურისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა რიგით მეოთხე კონფერენციის ფარგლებში, რომლის გახსნის პატივი კონფერენციის თავმჯდომარის რანგში მერგო მე“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, რომელთა მიზანიც ძირითადად იყო პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერება, შეიქმნა პროკურორების და პროკურატურის გამომძიებელთა, საერთო კრება, კოფერენცია.

რაც შეეხება დღევანდელ კანდიდატებს, გენერალური პროკურორის თქმით, საბჭოს წევრობის სამ კვოტაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იქნა 9 კანდიდატი, რომლებიც კონფერენციის მონაწილეებს საკუთარ მოტივაციას, ხედვას და პროგრამას გააცნობენ. შემდეგ კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება, რომლის შედეგადაც პროკურორთა კონფერენცია, ფარული კეჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს სამ ახალ პროკურორ წევრს შეარჩევს.

გენერალურმა პროკურორმა ასევე, მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს და ადმინისტრაციულ კომიტეტს.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, საქართველოს პროკურატურის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა