დავით ზალკალიანი - რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია ადასტურებს, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და მუდმივად იქნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების მხარდასაჭერად უკრაინასთან მიმართებაში

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს თანასპონსორობით და მხარდაჭერით გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კიდევ ერთი ახალი ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.

მინისტრის თქმით, ყველა ღონე უნდა იყოს მიმართული, რომ სიტუაცია შემსუბუქდეს ჰუმანიტარული მიმართულებით.

„ეს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც, პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით. ჩვენ მუდმივად ვიქნებით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების მხარდასაჭერად უკრაინასთან მიმართებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციაში დაგმობილია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე, შეფასებულია ჰუმანიტარული კუთხით არსებული კრიზისული სიტუაცია და განსაზღვრულია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ გაეროს კოორდინაციით იმისთვის, რომ ომის პირობებში ადამიანებს, რომლებსაც შეექმნათ უმძიმესი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მათ დახმარება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა