პაატა მანჯგალაძე - გაზრდილი უსაფრთხოების რისკების ფონზე, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ აგრძელებენ ქვეყნისთვის დამაზიანებელ რიტორიკას, ქვეყანაში მტრების ძიების, საზოგადოების დაყოფისა და დახლეჩის გზით

გაზრდილი უსაფრთხოების რისკების ფონზე, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ აგრძელებენ ქვეყნისთვის დამაზიანებელ რიტორიკას, ქვეყანაში მტრების ძიების, საზოგადოების დაყოფისა და დახლეჩის გზით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებმა ცხადყო, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ როგორც სანდო პარტნიორს არ განიხილავენ.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს დამაზიანებელ რიტორიკას, რომ თითქოს საზოგადოება გაყოფილია მშვიდობისა და ომის ჯგუფებად. მაშინ როცა ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან გაკეთდა შეთავაზება ერთიან ფორმატებზე, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატზე და ევროპაში ერთობლივ დელეგაციებზე, რასაც გამოეხმაურა 20-ზე მეტი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, „ქართული ოცნება“ დაკავებულია კვლავ მტრების ძიებით.

ნაცვლად იმისა, რომ ერთად გვემუშავა უსაფრთხოების, ევროპაში ინტეგრაციის, ეკონომიკური და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოგვიწოდებენ, "ქართული ოცნება" აგრძელებს ქვეყნისთვის დამაზიანებელ ქმედებებს და შემოაქვს შიდა დაპირისპირებისა და განხეთქილების წამახალისებელი თემატიკა.

იცით, რომ გიორგი ვაშაძე იმყოფება ბრიუსელში, ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ავტორიტეტულ და გავლენიან ევროპარლამენტარებთან ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და მათი პოზიცია ცალსახაა, რომ „ქართულ ოცნებას" არ განიხილავენ როგორც სანდო პარტნიორს.

ჩვენგან დასავლეთში ელოდებიან მტკიცე, ერთიან გადაწყვეტილებას ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით და არა ქვეყნის შიგნით გაუთავებელ კინკლაობას", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტის განხილვის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ უმრავლესობას საშუალება რომ ჰქონდეს, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც გააუქმებდა.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, „ქართულ ოცნებას“ რომ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს პარლამენტში, არა მხოლოდ ამ კანონპროექტს, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მსგავსად პრეზიდენტის ინსტიტუტსაც სიამოვნებით გააუქმებდა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამის საზღვარგარეთის პრაქტიკა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო