უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს. ამის შესახებ ის „ტვიტერზე" წერს.
„ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთი გენერალი გაანადგურეს. ამჯერად გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის ფედერაციის გაერთიანებული საერთო საჯარისო არმიის მეთაური იაკოვ რიაზანცევი ჯოჯოხეთში წავიდა. ცნობილია, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია სტავროპოლშია განთავსებული. იაკოვი მისი მეთაური 2020 წლის აგვისტოში გახდა. ის იბრძოდა სირიაშიც. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელისთვის, რომელიც მტრისგან დაზარალდა!“- წერს გონჩარენკო.