შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მიმართავს, იკამათონ არა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხზე, არამედ პროექტის შინაარსზე

დაჩქარებული წესით მიღებული კანონი ისეთივე საღი და სწორია, როგორც სხვა - ჩემი თხოვნაა, პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, მის შინაარსთან დაკავშირებით კვაზ არგუმენტად არ იქცეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

პაპუაშვილმა კოლეგებს მიმართა, იმსჯელონ და იკამათონ არა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხზე, არამედ პროექტის არსსა და შინაარსზე.

“აქამდე სახელმწიფო ორგანოებს შორის კონსტიტუციური კომპეტენციების თაობაზე დავა არასდროს ყოფილა. კანონში ცვლილებების საკითხი ამიტომ დადგა. კანონის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურაა. დაჩქარებული წესითაც ისეთივე საღ კანონს ვიღებთ, როგორც არადაჩქარებული წესით და არავითარი სამართლებრივი ხინჯი კანონს არა აქვს. თუკი ფიქრობთ, რომ არსებობს შინაარსობრივი ხინჯი, მოგიწოდებთ ამაზე იმსჯელოთ და არგუმენტები ამასთან დაკავშირებით წარმოადგინოთ. არ ჩავეჭიდოთ დაჩქარებულია თუ არა განხილვა - ამ პროცედურულ საკითხს შინაარსზე არავითარი გავლენა არა აქვს. შინაარსი ან სწორია ან არასწორია და ამაზე ისაუბრეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ამ კონტექსტში პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაიხსენა და როგორც აღნიშნა, კანონის დაჩქარებული წესით მიღებიდან სამი თვე გავიდა და აქამდე რაიმე არგუმენტი შინაარსთან დაკავშირებით არ მოუსმენია.

პარლამენტის ბიურომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.

ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება იმას გულისხმობს, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით ერთი კვირის განმავლობაში განიხილავენ და მიიღებენ. პროექტის ერთ-ერთი ავტორის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, არსებობს შეუსაბამობა კონსტიტუციასა და ორგანულ კანონს შორის, რომელიც რაც უფრო მალე გამოსწორდება, უკეთესია.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო