შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე, ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გაკეთებული აქვს და ის კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაითავისოს და ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გააკეთა და ამ კუთხით, წამყვანი როლი სწორედ საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას ეკისრება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას ყველა პოლიტიკური ჯგუფი გვერდით დაუდგეს იმისთვის, რომ ეს გზა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს.

„იცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, მათ შორის, რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. ეს არის რთული ტექნიკური სამუშაო, რომლის გაწევაც მთავრობას უწევს და ამავე დროს პარლამენტსაც კანონმდებლობის კუთხით, ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ იმ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული და მთავრობას, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ და ამ სამუშაოში ჩავერთოთ. სამშაბათს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მესამე მოსმენით მხარი დაუჭიროთ „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ კანონს და ეს კიდევ ერთი ნაბიჯი არის ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ ყველა გვერდში დავუდგეთ საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ეს გზა რაც შეიძლება მალე გავიაროთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო