ელენე ხოშტარია - პარტნიორებთან ერთად საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებების ნუსხას ვადგენთ, ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დასაქმება, საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა და ბავშვების სოციალიზაცია.

„პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვადგენთ საჭიროებების ნუსხას. ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას. მინდა გამოვყო ამ ეტაპისთვის გამოკვეთილი საჭიროება:

პირველი - დასაქმება. უკრაინელები პირდაპირი ფინანსური დახმარების ნაცვლად ხშირად ამბობენ, რომ მზად არიან იმუშაონ. გამოკვეთილია რამდენიმე სფერო. ეს არის მომსახურების სფერო -კაფე, რესტორანი. ფარმაცევტული სფერო, სადაც სპეციალისტები არიან, რომლებსაც შეუძლიათ სააფთიაქო ქსელში მუშაობა. კულტურის სფერო - არიან ვოკალისტები, ქორეოგრაფები, რომლებსაც უნდათ იმუშაონ ამ სფეროში. სხვადასხვა პროფესიებია, რომლებსაც განვაახლებთ. ამ ეტაპზე, ამ კონკრეტული მიმართულებით თუ იქნება რომელიმე ბიზნესს სურვილი რომ იქირაოს უკრაინის მოქალაქეები, ამ ხალხს დავაკავშირებთ.

მეორე საჭიროებაა ქართული ენის სწავლის სურვილი, რაც მისასალმებელია და გულის ამაჩუყებელი. მივმართავთ ნებისმიერ მოხალისეს, ვისაც სურს ჩაერთოს უკრაინელებისთვის ქართული ენის სწავლის პროცესში, ორგანიზებას გავაკეთებთ.

მესამე საჭიროება არის საბავშო ბაღების აუცილებლობა. ბავშვების სოციალიზაცია, გართობის და განათლების აუცილებლობა, ეს დაკავშირებულია ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთანაც. იქნება ეს გართობის ცენტრი, საბავშო ბაღის ინიციატივა, თუ მეგობრული შეკრების ინიციატივა უკრაინელ ბავშვებთან, დაგვიკავშირდით.

მეოთხე არის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საჭიროება. უამრავმა ადამიანმა უკვე დაუთმო საკუთარი ბინა, ან ოთახი უკრაინელებს, რაც ძალიან კარგად მეტყველებს ჩვენს საზოგადოებაზე. ეს საჭიროება ჯერ კიდევ არის“,- აღნიშნავს ხოშტარია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს