უკრაინის ვიცე-პრემიერი - ოკუპანტებს უკრაინის 14 ქალაქის მერი მძევლად ჰყავთ აყვანილი

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის, რეინტეგრაციისა და ოკუპირებულ რეგიონების საკითხებში მინისტრის ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებს უკრაინის 14 ქალაქის მერი მძევლად ჰყავთ აყვანილი. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

მისი თქმით, ამავდროულად, რუსეთს სურს, რომ ტყვეთა გაცვლა მხოლოდ პარიტეტის პრინციპით შედგეს.

„აქ რუსეთი პარიტეტულობას მოითხოვს - მესაზღვრეების მესაზღვრეებზე, მეზღვაურების მეზღვაურებზე გაცვლას. მე მაქვს ლოგიკური კითხვა: ვისში უნდა გავცვალოთ ქალაქის მერები, რომელთა რაოდენობა უკვე 14-ს შეადგენს, ვინც რუსებმა აიყვანეს? ამ საკითხს ჯერ საერთაშორისო დონეზე განვიხილავთ“, - განაცხადა ვერეშუკმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო