რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში 1 351 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 3 825 დაიჭრა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში 1 351 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 3 825 დაიჭრა.

"სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს ჩვენს თანამებრძოლებს შორის იყო დანაკარგები. დღემდე დაიღუპა 1351 სამხედრო, დაშავდა 3825. სახელმწიფო პასუხისმგებლობას აიღებს ოჯახების მხარდაჭერაზე, ბავშვების უმაღლესი განათლების მიღებაზე, სესხების სრულად დაფარვაზე და საბინაო საკითხის მოგვარებაზე“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალმა პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ.

რუდსკოიმ დასძინა, რომ სამხედროებმა მიიღეს "დიდი რაოდენობის განცხადება რუსეთის მოქალაქეებისგან", რომლებიც ჩაეწერნენ და გამოთქვეს სურვილი, რომ იბრძოლებდნენ უკრაინაში.

ეს არის მეორე ოფიციალური სტატისტიკა დანაკარგების შესახებ, რომელიც რუსულმა მხარემ 2 მარტის შემდეგ გამოაქვეყნა. 2 მარტის ინფორმაციით, უკრაინაში დაიღუპა 498 რუსი სამხედრო და დაიჭრა 1597. აშშ-ს, უკრაინისა და ნატოს შეფასებით რუსული ჯარების დანაკარგების შეფასებები გაცილებით მაღალია. ოთხშაბათს ნატოს ორმა მაღალჩინოსანმა შეაფასა უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 7000-დან 15000-მდე.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს