ასლან ბჟანია სერგეი ლავროვს - აფხაზი ხალხი მხარს უჭერს რუსეთის „სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე“

"დავაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დავაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ორ ახალ სახელმწიფოსთან კონტაქტების განვითარებას", - აღნიშნა ლავროვმა.

ასლან ბჟანიამ კი განაცხადა, რომ აფხაზი ხალხი მხარს უჭერს რუსეთის „სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე“.

„მინდა მოკლედ მოგახსენოთ ის პროცესები, რომლებიც დღეს აფხაზეთში მიმდინარეობს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. აფხაზეთის მოქალაქეებს ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ჩვენ ვაღიარეთ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, გავმართეთ მრავალათასიანი მიტინგი, ორჯერ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია, გავუგზავნეთ ტვირთი ამ რესპუბლიკების მცხოვრებლებს. ამჟამად აფხაზეთში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან 150-ზე მეტი ქალი და ბავშვი ისვენებს. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ თავდაცვის სამინისტროს და სპეცსამსახურებს“,- აღნიშნა ბჟანიამ.

სერგეი ლავროვსა და ასლან ბჟანიას შორის შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის