ნიკა მელია - ოპოზიციის რიგებში როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, ეს უფრო საზიანოა, რადგან ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები საუბრობენ

ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში, როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ. ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანია სახელმწიფოებრივად, როცა ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ, - ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ის არა პარტიას, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსებს გულისხმობს.

„ხელისუფლებას რომ თავი დაანებოთ, არიან ადამიანები, რომლებსაც თავი ოპოზიციონერებად მოაქვთ, დგანან და „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას და უწონებენ საგარეო პოლიტიკას, ამბობენ, რომ ძალიან ქმედითი და პროდუქტიული ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში, როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ, ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანია სახელმწიფოებრივად, როცა ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ. პარტიას არა, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, ეს უფრო საგანგაშოა ვიდრე ის, რას გააკეთებს ხელისუფლება იმიტომ, რომ რას გააკეთებს ხელისუფლება, ეს ვიცით. ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების ცვლილება, რაც გარდაუვალია. ამიტომ, მე პირადად არ მაქვს მოლოდინი ამ ხელისუფლების მხრიდან იმისა, რომ სახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს ან ღირსეულად მიაგებს გმირებს პატივს. ამ ყველაფერს შეგუებული ვარ, რამდენადაც ეს ხელისუფლება არის მართვის სადავეებთან, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთო მე თქვენთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან არ იყოს, მაგრამ ოპოზიციონერს, როდესაც ოპოზიციონერს ვეძახით და უფრო მძიმე განცხადებები კეთდება მისი და მათი მხრიდან, ვიდრე ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეს ნამდვილად საგანგაშოა”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგულისხმა თუ არა გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელიამ ასე უპასუხა: „გავაკეთე კომენტარი“ .

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლების ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება“, – განაცხადა უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ ეთერში.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა