ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და გავიდეს რეფერენდუმზე

რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და ასევე გატანილ უნდა იქნას რეფერენდუმზე , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

"უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი", - დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.

ინტერვიუში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსული ენის გამოყენება არის ის, რაც განიხილებოდა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, მაგრამ მან აღნიშნა, რომ უკრაინამ უარი თქვა რუსეთის სხვა მოთხოვნების განხილვაზე, როგორიცაა მაგალითად უკრაინის დემილიტარიზაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო