შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მოქალაქის პასპორტს ძლიერი ღირებულება გააჩნია, არის რა გლობალური რეიტინგის 30-ე ადგილზე უვიზო მიმოსვლის კუთხით 119 სახელმწიფოს შორის

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის, შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედებიდან ხუთი წლის შესრულებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველომ ევროკავშირთან მზარდი პარტნიორობის შედეგად მიაღწია.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქის პასპორტს ძლიერი ღირებულება გააჩნია.

„დღეს აღვნიშნავთ ევროკავშირში/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მონიჭების 5 წლისთავს, რაც უმნიშვნელოვანეს ხელშესახებ სარგებელს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან მზარდი პარტნიორობის შედეგად მიაღწია. საქართველოს მოქალაქის პასპორტს ძლიერი ღირებულება გააჩნია, არის რა გლობალური რეიტინგის 30-ე ადგილზე უვიზო/სავიზო მიმოსვლის კუთხით 119 სახელმწიფოს შორის“, - წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს