ანრი ოხანაშვილი - ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ ვინმეს სადმე, მითუმეტეს ევროკავშირში ვიზიტს უკრძალავენ, დავაზუსტოთ, რომ საუბარია კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე - პოლიტიკური ანგარიშსწორება რას ნიშნავს?!

ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ ვინმე ვინმეს სადმე, მითუმეტეს ევროკავშირში ვიზიტს უკრძალავს, დავაზუსტოთ, რომ საუბარია კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე - პოლიტიკური ანგარიშსწორება რას ნიშნავს?!- ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის კითხვას, ხომ არ არის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიზანი „პოლიტიკური ანგარიშსწორება“.

ოხანაშვილმა განმარტა, რას ემსახურება კანონში შესატანი ცვლილებები.

„ეს არ ეხება საკითხის მოწესრიგებას საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ეს მოსაზრება მცდარია. სწორია ის, რომ ეს საკითხი უკავშირდება ნებისმიერი ორგანოს უფლებამოსილების თაობაზე დავის შემთხვევაში საკითხის დაზუსტებას. ეს არის სწორი და არ მგონია სადაო იყოს. ეს არ არის ანგარიშსწორება. პოლიტიკური ანგარიშსწორება რას ნიშნავს?! პოლიტიკური ანგარიშსწორება შეიძლება ეწოდოს იმას, რომ კონსტიტუციამ განსაზღვრა უფლებამოსილებებთან დაკავშირებით დავის შესაძლებლობა და კანონმა კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ჩაკეტა კონკრეტული პროცედურით, რომ ნორმატიული აქტის დარღვევაა საჭირო. ნორმატიული აქტის დარღვევის გარეშეც რომ შესაძლებელია ნებისმიერი კონსტიტუციურ ორგანოს შორის დავა, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება?

თითქოს ეს საკითხი ვიზიტებს უკავშირდება, ჩემი ან ვინმეს მხრიდან მოისმინეთ, რომ ვიზიტებს უკავშირდება? ასეთი უტრირება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. არავითარ ვიზიტს არ უკავშირდება. არავის უხსენებია ვიზიტი. საზოგადოებაში განცდა რომ არ იყოს იმისა, რომ თურმე საქართველოს მთავრობა წინააღმდეგია ევროკავშირში პრეზიდენტის ვიზიტისა და ასე რომ არ წარმოჩინდეს (შეიძლება არ გაქვთ ამის სურვილი, მაგრამ, რომ დავაზღვიოთ) და ვინმეს არ ეგონოს, რომ ვინმე, ვინმეს სადმე ვიზიტს, მითუმეტეს ევროკავშირში ვიზიტს უკრძალავს, დავაზუსტოთ, რომ საუბარია კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება მსხილაძის კითხვას, მისი თქმით, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება, რატომ შედის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები მაინცდამაინც ახლა, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსნებით გამოვიდა.

„თქვენც აღნიშნეთ, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ბოლო ცვლილებები 2017 წელს განხორციელდა და 5 წლით დაგვიანებით რატომ გახდა ამ ცვლილების განხორციელება საჭირო, მითუმეტეს ლეგიტიმური კითხვები ჩნდება, რატომ მაინცდამაინც მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გამოვიდა ყოველწლიური მოხსნებით პარლამენტში. ამ კანონის ინსტრუმენტალიზაცია ხომ არ ხდება და მმართველი გუნდი ხომ არ იყენებს ამას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა, დაჩქარებული პროცედურით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო.

კანონის პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. ცვლილებები "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის იმ ნორმებში ხორციელდება, რომელიც სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების დავას ეხება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს