კახა კალაძე - მესმის ადამიანების, რადგან ბენზინის ფასი მათთვის გარკვეული პრობლემაა - გამოსავალი არის ერთი: რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი

მესმის ადამიანების, ბენზინის ფასმა მოიმატა და გარკვეული პრობლემაა მათი ოჯახებისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საწვავის ფასის მატებასა და საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მერი განმარტავს, საწვავის ფასის ზრდის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი და საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდაა.

„საწვავის ფასის ზრდა ცხადია. ამის მიზეზები არსებობს. ეს არის ომი, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა, რაც ძალიან ცუდია. მესმის ადამიანების, ბენზინის ფასმა მოიმატა და გარკვეული პრობლემაა მათი ოჯახებისთვის. კერძოდ, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღე სჭირდება საწვავის შესყიდვა, მაგალითად ტაქსი. ეს გარკვეული ტვირთი იქნება მათი ოჯახებისთვის",- აღნიშნავს კალაძე და დასძენს რომ, „აღნიშნულ ვითარებაში გამოსავალი არის ერთი რამ - რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს