დავით უსუფაშვილის განცხადებით, ელჩების დანიშვნის საკითხზე გადამწყვეტია შეთანხმება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ელჩების დანიშვნის საკითხზე გადამწყვეტია შეთანხმება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის.

როგორც უსუფაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას აღნიშნა, ელჩების დანიშვნის მხრივ პრეზიდენტი ერთპიროვნულად ვერაფერს აკეთებს, მაგრამ უარყოფის უფლება აქვს.

"ელჩის დანიშვნა-არ დანიშვნის თემაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ერთი. მეორეა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და უფლება იმაზე, რომ როდესაც წერია, რომ მისი წარდგინებით ეს ნიშნავს, შეთანხმებით უნდა მოხდეს რაღაც ანუ სანამ ვერ შეთანხმდებიან, ელჩი ვერ გვეყოლება. პრემიერი მნიშვნელოვანია და პოლიტიკას ახორციელებს, მაგრამ პრეზიდენტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბოლო-ბოლო, ჯერ კიდევ, პირდაპირ არჩეული პრეზიდენტია, სახელმწიფოს მეთაურია. აქ გადამწყვეტია შეთანხმება. პრეზიდენტი თუ წავიდა და სადმე ერთპიროვნულად ელჩი დაგვინიშნა, შემდეგ კომპეტენციაც დარღვეული იქნება და კონსტიტუციაც - ეს სხვა ამბავია, მაგრამ პრეზიდენტი და პრემიერი, ორი ბრძენი ადამიანი - სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის მეთაური იმიტომ გვყავს, რომ იმსჯელონ და შეთანხმდნენ, სად და რომელი ელჩი დანიშნონ.

თან პრეზიდენტმა იცის, რომ თვითონ მხოლოდ უარყოფის უფლება აქვს. ერთპიროვნულად ვერაფერს აკეთებს, მაგრამ უარყოფის უფლება აქვს - აქ ეს მოდელია ჩადებული. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ პრემიერის გარეშე ელჩი ვერ გვეყოლება, სადღაც ელჩი რომ გვყავს, მის მოქმედებაზე პასუხს პრემიერს ვთხოვთ იმიტომ, რომ მისი წარდგენილი იქნება. საბოლოოდ პრემიერის გარეშე ელჩი ვერ გვეყოლება და არაა ასე, რომ ერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული საკითხი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებები "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის იმ ნორმებში ხორციელდება, რომელიც სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების საკითხზე დავას ეხება.

როგორც ცნობილია, მთავრობა ელჩების დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტთან საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავს. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების ფონზე მოამზადა "ქართულმა ოცნებამ" "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა