დიმიტრი საძაგლიშვილი - ადვოკატები, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს

ადვოკატები, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილიპოლიტიკური ტყვეობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით აღიარებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება.

„ბუნებრივია, არსებობს არა ერთი მექანიზმი, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს პოლიტიკური ტყვეობიდან და ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იმყოფებოდეს პოლიტიკურ ტყვეობაში, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება დღეს უკრაინაში და მით უმეტეს იმის გააზრებით, როგორ იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, როდის მოხდება ან რა გზით შეიძლება მოხდეს - ეს ჩვენთვის ბუნებრივია არის უცნობი, მაგრამ ადვოკატები გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მისი პოლიტიკური ტყვეობა დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. იმდენად მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და პირადად პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომ საკუთარი პირით აქვთ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნის ფაქტი. გვახსოვს, როგორც ემუქრებოდა ღარიბაშვილი მუხლების დამატებით, თუ „წესიერად არ მოიქცეოდა“ სააკაშვილი. „ქართული ოცნება“ ძალიან ღიად და ნათლად ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს