გიგა ბოკერია - „ქართული ოცნებაც“ იანუკოვიჩის მსგავსად რუსეთის საფრთხეს სათავისოდ იყენებს, ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ეს იმ ზღვრამდე მივიდეს, სადამდეც იანუკოვიჩმა უკრაინა მიიყვანა

ზუსტად იგივე ტრაექტორია აქვს ივანიშვილის რეჟიმს, რაც ჰქონდა იანუკოვიჩს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნება“ რუსეთისგან მომავალ საფრთხეს სათავისოდ იყენებს.

„კობახიძე არც უარყოფს იმას, რომ როგორც იანუკოვიჩი, ისინიც იყენებდნენ რუსეთის საფრთხეს, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და არ ზრუნავენ ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის დაცვაზე. ეს არის სწორედ პრობლემა და არა ის, რომელ პოლიტიკურ ფიგურას როგორ შეაფასებს ეს პოლიტიკური ავადმყოფი კობახიძე. სამწუხაროდ, ზუსტად იგივე ტრაექტორია აქვს ივანიშვილის რეჟიმს, რაც ჰქონდა იანუკოვიჩს. რამდენად შორს შევა ეს ამბავი, ეს დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებაზე, რომ არ დავუშვათ იმ ზღვრამდე მივიდეს, სადამდეც იანუკოვიჩმა მიიყვანა უკრაინა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა