„სტრატეგია აღმაშენებელმა" და "რესპუბლიკურმა პარტიამ" ევროინტეგრაციის საკითხზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ევროპული ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "რესპუბლიკურმა პარტიამ" არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, გიორგი ვაშაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება" თანამშრომლობაზე უარს აცხადებს არამხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელთან" და ოპოზიციასთან, არამედ სამოქალაქო სექტორთანაც.

ვაშაძის თქმით, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე იმსჯელეს იმ შესაძლებლობებზე, რაც ახლა აქვს საქართველოს, რომ ხელიდან არ გაუშვას ევროპასთან ინტეგრაციის შესაძლებლობა

„ჩვენ, ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორსაც „ქართული ოცნება" უარს ეუბნება თანამშრომლობაზე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ, დღეს, სამოქალაქო სექტორთან ერთად ვმსჯელობთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ერთის მხრივ, ის შესაძლებლობა ევროპული ინტეგრაციის, რომელიც ახლა გვაქვს არ გავუშვათ ხელიდან, მეორე მხრივ, ვაიძულოთ „ქართული ოცნება" გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით?! მმართველ პარტიას არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა მეორე ხარისხოვანი თემებით გადაფაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. ჩვენ ქართველ ხალხს არჩევანი ევროინტეგრაციის გაკეთებული გვაქვს, თუ გვსურს ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ამისთვის ნაბიჯები უნდა გადაიდგას რეფორმების კუთხით, დაჩქარებული წევრობა დაჩქარებული რეფორმების და ერთიანობის საპასუხოდ, ამ ერთობას დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ სამოქალაქო სექტორთან და საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს