აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარია გათვალისწინებული

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის 88 მილიონი ამერიკული დოლარია გათვალისწინებული. შესაბამის დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

როგორც დოკუმენტის დასაბუთების ნაწილშია ნათქვამი, აშშ-ს დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ განვითარებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციას, ისევე როგორც წინააღმდეგობის გაწევის მდგრადობის გაზრდას კრემლის მავნე გავლენის მიმართ. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებას და კანონის უზენაესობას; მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის; გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების პროცესის ძალისხმევას, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ეკონომიკური ნაწილის ხელშეწყობაზე კერძოდ:

ენერგოუსაფრთხოების გაზრდა და სუფთა ენერგიის განვითარებაზე; ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელი რეფორმების ხელშეწყობასა და დივერსიფიცირებაზე; ციფრულობის განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების და მდგრადობის გაძლიერებაზე; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაფართოებასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე; უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

"გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე რუსული მავნე გავლენისადმი მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობების გაძლიერებასა და ინტეგრაციას", - აღნიშნულია პროექტში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის