სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების დავის საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ

სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების დავის საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს 29 მარტს, პირველი მოსმენით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს - ბიუროს გადაწყვეტილებით, პროექტს მიმდინარე ერთი კვირის განმავლობაში სამივე მოსმენით მიიღებს.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ელჩების დანიშვნის საკითხზე პრეზიდენტთან საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავს. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების ფონზე მოამზადა "ქართულმა ოცნებამ" "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები.

კანონის პროექტი შემდეგი სახის ნორმებს ითვალისწინებს:

• შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულია/გამოცემულია სამართლებრივი აქტი ან განხორციელდა მოქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში მოპასუხეა სადავო სამართლებრივი აქტის მიმღები/გამომცემი. სადავო მოქმედების ან უმოქმედობის განმახორციელებელ შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს ზემოაღნიშნულ სუბიექტებს უგზავნის. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფას გამოიწვევს, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს განმცხადებელი საქმეში მოპასუხედ ჩააბას.

• საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე სადავო სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შეფასებისას ამოწმებს ამ სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას, ხოლო სადავო მოქმედების/უმოქმედობის შეფასებისას ამოწმებს ამ მოქმედების/უმოქმედობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

• შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ან იმ მოქმედების ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად აღიარებას, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: - ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო