31 მარტს, 14:00 საათზე, ლილოში „გორგიას“ ახალი ფილიალი იხსნება. ლილოს ტერიტორიაზე ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ჰიპერმარკეტი და წარმოდგენილი იქნება 10 000 კვადრატულ მეტრზე 60 000-მდე პროდუქტით. გახსნის დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია საჩუქრები და 60%-მდე ფასდაკლებები.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ „გორგია“, როგორც კომპანია, რომელიც სრულად იაზრებს სოციალურ პასუხისმგებლობას, აქტიურად ადევნებს თვალს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ყოველთვის დგას იქ, სადაც დახმარება სჭირდებათ.
გამონაკლისი არც დღევანდელი დღეა და, სწორედ ამიტომ, ლილოს ფილიალის გახსნის დღეს შემოსული თანხით „გორგიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინელ ხალხს.
„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ვადევნებთ თვალს და გვსურს, ჩვენი მხარდაჭერა ახალი ფილიალის გახსნის დროსაც დავაფიქსიროთ. სწორედ ამიტომ, სხვა ჰუმანიტარულ დახმარებებთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ 31 მარტს ლილოს ფილიალის გახსნით მიღებული შემოსავლიდან უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ. მოხარულები ვართ, რომ, მძიმე პანდემიური და ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, ვახერხებთ რიგით მეათე ფილიალის გახსნას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მომხმარებლებს მეტ კომფორტს შევთავაზებთ, შევქმნით სამუშაო ადგილებს და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. ასე რომ, გელოდებით ყველას 31 მარტს, 14:00 საათზე, ლილოს ფილიალის გახსნაზე, სადაც ყველას შეგვეძლება, ჩვენი წვლილი შევიტანოთ უკრაინელი ხალხის დახმარების პროცესში.
შეგახსენებთ, რომ „გორგიამ“ ლილოს ფილიალის კამპანიის ფარგლებში 60 მომხმარებელს 50-ლარიანი ვაუჩერები გადასცა და დამატებით, გახსნის დღეს პირველ 100 მომხმარებელს, რომელიც 50 ლარზე მეტ შენაძენს გააკეთებს, სახლში საჩუქრით გაუშვებს.
DIY ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მომხმარებელს 60 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. 31 მარტიდან „გორგიას“ ჰიპერმარკეტი საქართველოს 7 ქალაქში, 10 ფილიალით იქნება წარმოდგენილი.
(R)