სოზარ სუბარის თქმით, რამდენიმე კანდიდატურის ელჩად დანიშვნას პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და თუ ვინმე სხვა რამეს ამბობს, ტყუის

უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, არის რამდენიმე კანდიდატურა, რომელთა დანიშვნას ელჩად პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და თუ ვინმე სხვა რამეს ამბობს, ტყუის.

მისივე თქმით, საუბარია უმნიშვნელოვანეს ქვეყნებსა და ორგანიზაციებში ელჩებს წარდგენაზე.

„არის რამდენიმე ელჩი და თანაც უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც მან ხელი არ მოაწერა. დეტალებს არ ვიტყვი. მე არ ვიცი, ისინი რას ამბობენ, მაგრამ მე რასაც ვამბობ, არის სიმართლე და თუ ვინმე სხვა რამეს ამბობს ეს არის ტყუილი. მეტ დეტალზე კითხეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუ საჭიროდ ჩათვლიან, ისინი იტყვიან, მე ამას არ ვიტყვი, მაგრამ ვიცი, რომელ ქვეყნებზე და რომელ პიროვნებებზეა ლაპარაკი",- განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, ოფიციალურად ჰქონდა თუ არა მთავრობას კანდიდატურები პრეზიდენტისთვის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი, სუბარი პასუხობს, რომ "კი".

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. "ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ „გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა“, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა