მიხეილ სააკაშვილი - სტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა - უკრაინა ფორმალურად არ გახდება NATO-ს წევრი, თუმცა ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები აძლევენ NATO-ს მე-5 მუხლის ტოლფას გარანტიებს

სტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა. რუსეთმა აღიარა, რომ ვეღარ იღებს კიევს და ჯარები მთლინად კიევის მიმართულებიდან გაჰყავს,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სიოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „პუტინის მთავარი ოცნება, დაპატრონებოდა კიევს, სამუდამოდ დაინგრა“.

„უკრაინა ფორმალურად არ გახდება NATO-ს წევრი, უკრაინა არ შევა NATO-ში, მაგრამ NATO შევა უკრაინაში. თუმცა ალიანსის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები აძლევენ უკრაინას NATO-ს მე-5 მუხლის ტოლფას გარანტიებს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ისინი ჯარს უკრაინის დასაცავად ავტომატურად გაგზავნიან. რაც მთავარია, რუსეთი ამას თანხმდება.

ახლა, კიევთან მარცხის შემდეგ, რუსეთი დონბასზე შეტევის გააქტიურებას შეეცდება, მაგრამ იქაც აუცილებლად ჩაფლავდება.

ეს არის დიდი დიპლომატიური გამარჯვება, რომელიც გმირი უკრაინელი სამხედროების სისხლის ფასად და უკრაინელი ერის ერთობის ფონზეა მოპოვებული.

„ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში" - ეს შეთანხმება არის რუსეთის ისტორიული მარცხი და რუსეთის სახელმწიფოს დღევანდელი სახით არსებობის დაშლის დაწყების გაფორმება“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო