საწვავის ფასებთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებიდან 3 პირი მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

საწვავის ფასებთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან 3 პირი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

იესე კვიციანს, თორნიკე გაგნიძესა და გიორგი გოგოლაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

დაკავებულებიდან სამივე პირი სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ, რომ მათ პოლიციელები ხელით ეხებოდნენ და ასე მოუწოდებდნენ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას, რასაც მათი უკმაყოფილება მოჰყვა. დაკავებულები მათი მხრიდან სამართალდამცავების მისამართით შეურაცხყოფას უარყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით კი, აღნიშნული პირები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდნენ.

რაც შეეხება დანარჩენ პირებს, მათი სასამართლო პროცესები გადაიდო.

ცნობისთვის, საწვავის ფასებთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა