სერგო ჩიხლაძე - დღეს ძალიან გაწიწმატებული იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები - ერთი იძახის, რომ „რა კარგია, შევიგინე და აღფრთოვანებულია მთელი ქვეყანა“, მეორე შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს

დღეს ძალიან გაწიწმატებული იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ზარქუა, ყაველაშვილი, ცერბერებივით გამოუშვეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის თემაზე ერთობლივ მუშაობას სთავაზობს, თუმცა ამაზე არ თანხმდებიან, რადგან ხელისუფლებას ასეთი დღის წესრიგი საერთოდ არ აქვს.

„დღეს სხვათა შორის ძალიან გაწიწმატებული იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ბატონი ზარქუა, ყაველაშვილი, ცერბერებივით გამოუშვეს. როდესაც ელაპარაკები საქმეზე, კრიტიკაც არ ყოფილა, ვეუბნებით, რომ ერთად რაღაც გავაკეთოთ, ერთობლივი დღის წესრიგი გვქონდეს ევროკავშირთან მიმართებით, იმაზეც კი არ წავიდა საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ შენ რასაც ფიქრობ არასწორია და მე ამას ვაკეთებ და ეს სწორია, არა. იმიტომ, რომ საერთოდ არ აქვთ ეს დღის წესრიგი. დასავლეთიც ამას გვეუბნება, რომ არ არსებობს ასეთი დღის წესრიგი ხელისუფლების მხრიდან.

ნორმალური მთავრობა რას გააკეთებდა? თვითონ დაუძახებდა ყველას, მოდით, ერთობლივად ვიმუშაოთ. თუ ლაპარაკია ევროკავშირთან დაახლოებაზე, მით უმეტეს სწრაფ პროცედურებზე, მაშინ სწრაფი რეფორმები უნდა ჩაატარო და რას აკეთებს „ქართული ოცნება?“ არაფერს და ამის ნაცვლად გაწიწმატებულები გამოვარდნენ ეს უზრდელები. ერთი იძახის, რომ „რა კარგია, შევიგინე და აღფრთოვანებულია მთელი ქვეყანა“ თან რომ "შეეწერა" იმ გინებაზე. მეორე გამოდის და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს. ამით თავის თავს აზარალებენ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს