ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე და იმ მხარდაჭერაზე გაამახვილეს, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) ქვეყანას ურბანული, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში მიმდინარე პროგრამების მიმართულებით უწევს.

„საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა გამოწვევების მიუხედავად, მყარად განაგრძობს ევროპული ინტეგრაციის კურსს, ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზანია, ეკონომიკის საფუძვლების გაძლიერება და შოკებისადმი მდგრადობის გაზრდა.

თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით, თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად განაგრძოს.

შეხვედრას ასევე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დაესწრო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს