საქართველოს დღეს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს დღეს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან. ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან.

შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ როგორც საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, ისე რეგიონსა და მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მნიშვნელოვანი თემებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს