დავით ზალკალიანი - ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე და აღვნიშნეთ, რომ ეს დარტყმის ქვეშ აყენებს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წინასწარ დაგეგმილ აგრესიაზე და აღვნიშნეთ, რომ საქართველო კატეგორიულად გმობს ამ აგრესიას, რითაც უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ეს ყველაფერი დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი ნათლად ადასტურებს, რომ ეუთო მხარს უჭერს საქართველოს განსაკუთრებით ამ მძიმე დროს, მთლიანად მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის.

„მსურს მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადავუხადო საქართველოს მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელ კრიტიკულ, მძიმე სიტუაციაში. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წინასწარ დაგეგმილ აგრესიაზე და აღვნიშნეთ, რომ საქართველო კატეგორიულად გმობს ამ აგრესიას, რითაც უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ეს ყველაფერი დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რისი დასტურიც არის საქართველოს პოზიციონირება უკლებლივ ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ეუთოს ფარგლებში. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო ასევე მხარს უჭერს უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივებას და აფასებს მისიის საქმიანობაში ეუთოს თავმჯდომარეობის წვლილს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოდან 30-ზე მეტი დამკვირვებელი მონაწილეობდა ხსენებულ მისიაში. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პოლონურ მხარეს საერთაშორისო პერსონალის, მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების, დამკვირვებლების უსაფრთხო ევაკუაციისთვის“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა