ანრი ოხანაშვილი - არ ვიცი "პატრიოტთა ალიანსთან" გაიარა დავით უსუფაშვილმა კონსულტაცია თუ საიდან მოიტანა ეს ახალი ინიციატივა

არ ვიცი "პატრიოტთა ალიანსთან" გაიარა დავით უსუფაშვილმა კონსულტაცია თუ საიდან მოიტანეს ეს ინიციატივა - მსგავსი ინიციატივა ჰქონდა "პატრიოტთა ალიანსს", - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით "ლელოს" ინიციატივას.

მისივე თქმით, საინტერესოა ასეთ ცვლილებაზე რატომ არ მუშაობდნენ მაშინ, როცა უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

"მათ აქვთ ხოლმე ასეთი ტაქტიკა, გვეუბნებიან, თუ კანონში ცვლილება იყო შესატანი, აქამდე რატომ არ შეცვალეთო, შეგვიძლია შევუბრუნოთ ეს შეკითხვა დავით უსუფაშვილს - პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო და აქ რომ მუშაობდნენ, მაშინ რატომ არ შეცვალეს, ახლა რატომ გაახსენდათ ეს ვადები, სად იყვნენ აქამდე?

ვადა საკონსტიტუციო სასამართლისთვის განსაზღვრულია თუ რა ვადაში უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება ისეთი მნიშვნელობის არის, რომ შესაძლოა, ეს ვადები სრულად არ და ვერ იყოს დაცული. მსგავსი ინიციატივა ჰქონდა სხვათაშორის, "პატრიოტთა ალიანსს", არ ვიცი "პატრიოტთა ალიანსთან" გაიარა დავით უსუფაშვილმა კონსულტაცია თუ საიდან მოიტანეს ეს ინიციატივა, მაგრამ "პატრიოტთა ალიანსისა" და დავით უსუფაშვილის, "ლელოს" ინიციატივა არის აბსოლუტურ თანხვედრაში, მგონი ამას წინათ რაღაც შეხვედრაც ჰქონდათ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა "ლელოს" საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების გამოტანის კონკრეტული ვადის დაწესებას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს