ნიკოლოზ სამხარაძე - ეუთოს თავმჯდომარემ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოგვიწოდა, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ერთიანობა და მეტი კონსოლიდაცია იყოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოგვიწოდა, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ერთიანობა და მეტი კონსოლიდაცია იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, შეხვედრაზე იყოს თუ არა საუბარი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე და პატიმრობიდან მის გათავისუფლებაზე, სამხარაძემ აღნიშნა, რომ საკითხი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ დასვა.

„პასუხი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში სასამართლომ უნდა მიიღოს და ეს ყველაფერი ქართული კანონმდებლობით უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუსი პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა