ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტით ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვისა და უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის სამხედრო შტაბის თავმჯდომარეს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.

„ უწყებათაშორის დონეზე ვიზიტის ყოველწლიური კონსულტაციების მიზანს ევროკავშირთან ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მინისტრის პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან.

ვიზიტის მსვლელობისას სტუმრებმა მოინახულეს თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელი დაწესებულებები, ასევე გაიმართა შეხვედრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ხელმძღვანელ პირებთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა