ნიკოლოზ სამხარაძე - ელჩობის 12 გაგზავნილი კანდიდატიდან 12-ვე დანიშნულია, მაგრამ ამ 12-ის გარდა, იყვნენ სხვებიც, რომლებიც პრეზიდენტმა არ დანიშნა

ელჩობის 12 გაგზავნილი კანდიდატიდან 12-ვე დანიშნულია, მაგრამ ამ 12-ის გარდა, იყვნენ სხვებიც, რომლებიც პრეზიდენტმა არ დანიშნა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამხარაძე დეტალების დაზუსტებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ეს ადამიანები დიპლომატიურ სამსახურში არიან და მათი სახელების და გვარების გასაჯაროება სწორი არ იქნება.

“გუშინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ელჩობის რამდენიმე კანდიდატურა არ დაამტკიცა. ამის თაობაზე არაოფიციალური ინფორმაცია მეც მაქვს, ამიტომ არა მაქვს საფუძველი მთავრობის განცხადებაში ეჭვი შევიტანო. რაც შეეხება მიმოწერასა და ოფიციალურ ნაწილს, ამას ალბათ მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთთან გაარკვევენ“, - აღნიშნა სამხარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს