თინა ბოკუჩავა - ნიკოლოზ სამხარაძემ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ციტირებდა

ნიკოლოზ სამხარაძემ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ციტირებდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავამ დაადასტურა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, მან მიხეილ სააკაშვილის საკითხი დასვა. როგორც დეპუტატი განმარტავს, პოლონეთის როლი მომავალშიც იქნება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც იყო აქამდე ყველა გამოწვევასთან მიმართებით, რაც ქვეყანას უდგას, მათ შორის, სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხშიც.

"ნიკოლოზ სამხარაძეს მინდა შევახსენო, დიპლომატიური პროტოკოლის უმარტივესი წესია, რომ დახურული შეხვედრის ზოგადი შინაარსის გარდა, კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არასდროს დაშვებული არ არის. მესმის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია, მაგრამ დიპლომატიური პროტოკოლის გათვალისწინებით, შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვინაიდან, “ქართულმა ოცნებამ” დაადასტურა, გეტყვით, რომ დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დავსვი, რადგან ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევა და ახლა არის მომენტი, როცა პოლიტიკური ძალები უნდა ახდენდნენ კონსოლიდაციას, სხვათა შორის ამისკენ მოგვიწოდებს თავად პრეზიდენტი სააკაშვილიც, რათა სწორად გავუმკლავდეთ სერიოზულ საგარეო გამოწვევებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე განხორციელდა ასევე პოლონეთის პრემიერისა და პრეზიდენტის ვიზიტები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ პოლონეთს კარგად ესმის, რამდენად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას საქართველო. სამწუხაროდ, არ არის მხოლოდ გარე გამოწვევა რუსეთის მხრიდან, შიდა გამოწვევის წინაშეც ვდგავართ - ეს არის ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება, სასამართლოს სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, რომლის ყველაზე ნათელი მაგალითი პრეზიდენტი სააკაშვილის საკითხია. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ეუთო-ს თავმჯდომარის ნაცვლად, დეტალებზე, რომელზეც მან ისაუბრა, პრინციპულად არ ვისაუბრებ, ეს არასდროს გამიკეთებია", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ დასვა.

„პასუხი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში სასამართლომ უნდა მიიღოს და ეს ყველაფერი ქართული კანონმდებლობით უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე