თბილისის საქალაქო სასამართლოში, გახარიას პარტიის დაკავებული წევრის და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე სულ 11 პირია დაკავებული, მათ შორისაა წალენჯიხის საკრებულოს წევრი გელა აბულაძე, რომელიც ამავდროულად პარტია „საქართველოსთვის" წევრია და მერის წარმომადგენელი, ანზორ ფიფია. სხდომას დაკავებული პირებიც ესწრებიან.

პროკურატურა 11 დაკავებულიდან 2–ის, ანზორ ფიფიასა და გელა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დანარჩენების მიმართ კი გირაოს შეფარდებას.

პროკურორის განმარტებით, კონკრეტულად გელა აბულაძის შემთხვევაში არსებული მტკიცებულებები იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, რომელიც მძიმე კატეგორიისაა. ბრალდების მხარის მტკიცებით, გელა აბულაძეს პატიმრობა უნდა შეეფარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი მხრიდან არსებობს მტკიცებულებების მოპოვებისას ხელის შეშლის, მოწმეზე ზემოქმედებისა და მიმალვის ფაქტორები. მისი თქმით, აბულაძეა ის პირი, რომელმაც დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართო მერის წარმომადგენელი ანზორ ფიფია. რაც შეეხება უშუალოდ ანზორ ფიფიას, პროკურორის თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდო, რომ ფიფიამ ორი დანაშაული ჩაიდინა, რომელთა შორის ერთ-ერთი მძიმე კატეგორიისაა. პროკურორის თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ ყალბი ცნობების დამზადება ფიფიას ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის მტკიცებით, ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდების მხარის არგუმენტებს აბსურდულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ აბულაძე პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული. ადვოკატ ლაშა თოდუას განცხადებით, აბულაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მისი თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს აბულაძის მიმართ პირადი თავდებობის გამოყენებას სთავაზობს, თავდებში კი აბულაძეს პარლამენტის წევრები, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და წალენჯიხის საკრებულოს წევრები უდგებიან.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ.ა. დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა