ზბიგნევ რაუ - აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მხარდაჭერა გამოვუცხადო როგორც პოლონეთის, ასევე  ეუთოს სახელით

აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო, როგორც პოლონეთის სახელმწიფოს, ასევე ეუთოს სახელით, - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს დღეს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც პოლონეთი უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად დგამს, აჩვენებს, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერისათვის.

სალომე ზურაბიშვილმა მინისტრს თბილისში მაისში დაგეგმილი ქალი ლიდერების საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტებში ქალთა როლს შეეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა