გიგა ბოკერია - უკრაინა ნატო-ს ალტერნატივის დისკუსიაშია ჩართული, თუმცა ჩვენ გვყავს პუტინის მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი და ამას ვერაფერი უშველის მათი შეცვლის გარდა

უკრაინა ნატო-ს ალტერნატივის დისკუსიაშია ჩართული, თუმცა ჩვენ გვყავს პუტინის მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი და ამას ვერაფერი უშველის მათი შეცვლის გარდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-მ შეცდომა დაუშვა, რომ უკრაინა და საქართველო არ მიიღო.

„ჯერ ბევრი რამ არის გაურკვეველი. ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია, ჩემი პოზიცია არის ის, რომ ნატო-ს შეცდომა იყო საქართველოსა და უკრაინის აქამდე არ მიღება. ახლაც იგივე უნდა ხდებოდეს, მაგრამ თუ ეს არ ხდება რომელიმე წევრი ქვეყნის გამო, ეს მათი დანაშაულებრივი, დიდი შეცდომაა. ბუნებრივია, რომ დისკუსია უნდა დაიწყოს ალტერნატივებზე. უკრაინის ხელისუფლებამ, რომელიც საკუთარ ხალხთან ერთად იბრძვის გმირულად, დაიწყო ეს დისკუსია. ჩვენი პოლიტიკური და ყველანაირი უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ამ დისკუსიაში საერთოდ არ მონაწილეობს და პოზიციონირებს, როგორც ამ დისკუსიის მიღმა, რბილი მოკავშირე პუტინის რუსეთისა. ეს არის უბედურება და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის რეჟიმის შეცვლის გარდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს