დავით სიხარულიძე - უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც უკრაინა ითხოვს, შესაძლებელია უფრო მეტი იყოს, ვიდრე ნატო-ს წევრობა, თუმცა ჩემი ვარაუდით, დასავლეთისთვის უფრო მარტივი იქნება, ნატო-ს წევრობა მისცეს უკრაინას

ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია საზოგადოების გახლეჩვისაკენ, ეს არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება საზოგადოებას და შენს ქვეყანას გაუკეთო - ომის დროს იარაღზე უფრო მნიშვნელოვანი ერთიანობაა, - ამის შესახებ „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება პარტიულ ინტერესს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ეროვნულს.

„ყველაზე მძიმე, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, არის მათი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საზოგადოების გახლეჩვისაკენ. თუ დააკვირდებით, ნებისმიერი მაღალჩინოსნის განცხადება, იქნება მთავრობის თუ მათი პარტიის მეთაური, არის მიმართული საზოგადოების გახლეჩვისკენ, დაყოფისკენ, პოლარიზაციისკენ. მათი საუბრები არის იმისკენ, რომ შიშები და დაპირისპირება გააღვივოს საზოგადოებაში. ეს არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება საზოგადოებას და შენს ქვეყანას გაუკეთო. იარაღზე უფრო მნიშვნელოვანი ომის დროს ერთიანობაა, ერთიანი ეროვნული ამოცანების გარშემო დარაზმვაა.

როცა ხელისუფლებაში მყოფი, თავის პარტიულ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, თვლის, რომ პარტიული ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნული და გახლეჩვისკენ მოუწოდებს იმიტომ, რომ პოპულარობა დაკარგული აქვს. ეკონომიკაში ვერაფერს ვერ აკეთებს, პოლიტიკურად ძალიან დაზუსტებულია, ამიტომ თვლის, რომ გააღვივებს დაპირისპირებას, მტრის ხატებს შექმნის, საზოგადოებას, დააშინებს ერთმანეთით. ეს არის დამღუპველი“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

დავით სიხარულიძის განცხადებით, „ქართული ოცნების ბრალდებები, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვისაც საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ, აბსურდია და „ასეთი რამ არ შეიძლება არსებობდეს ბუნებაში“.

„ეს ხომ სიცრუეა, ამ სიცრუეს, ამ ტყუილის ტირაჟირებას ახდენენ, რომ თითქოს ვიღაც არის ომის მომხრე. ეს ხომ არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის ადამიანების დაშინების მცდელობა, დგახლევჩის მცდელობა იმისათვის, რომ საკუთარი ძალაუფლება ამა თუ იმ ფორმით მეტ ნაკლებად განამტკიცოს.

იმის ნაცვლად, რომ მოუწოდებდეს საზოგადოებას ერთიანი ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანებას, ხელისუფლება ახალ მითოლოგიას ქმნის, რომ არიან რაღაც ჯგუფები, რომელსაც უნდა ომში ჩათრევა, ეს ხომ აბსურდია, ვის შეიძლება უნდოდეს? დღეს სერიოზული ორგანიზებული ჯგუფები, ვისაც შეიძლება ომში ჩართვა უნდოდეს, ასეთი რამ არ შეიძლება არსებობდეს ბუნებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს იმ ნარატივის ნაწილია, რომელიც გახდა პარტიული ხაზი. ერთი პარტიული ხაზია, რომ არიან ბოროტი ადამიანების საზოგადოებაში, პრაქტიკულად ნახევარი ამომრჩევლების არიან ბოროტები და აქ უნდა გაიაროს გამყოფმა ხაზმა და მეორე ისაა, რომ ვიღაც ცდილობენ საზოგადოების ომით დაშინებას. ორივე არის პოლიტიკური ტექნოლოგიის ნაწილი და არ არის საქართველოს ინტერესების ნაწილი“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

ამასთან, დავით სიხარულიძემ გადაცემაში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს უკრაინის მხარის მიერ წარმოდგენილ შეთავაზებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც უკრაინა მზადაა ნეიტრალიტეტზე, თუ მისი სუვერენიტეტის დაცვას გარანტორი ქვეყნები უზრუნველყოფენ.

დავით სიხარულიძის თქმით, ეს ნატოს მე-5 პუნქტის მსგავსი შეთავაზებაა და ეს შეიძლება უფრო მეტიც იყოს, ვიდრე ნატო-ში გაწევრიანებაა.

„უკრაინა შუა ომშია და ბუნებრივია ხვდება, რომ ნატო-ში გაწევრიანების სწრაფი ტემპი ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომ ის, რასაც უკრაინა სთავაზობს რუსეთს, ამას მე არ დავარქმევდი ნეიტრალიტეტს. სახელად იძახიან, რომ ეს არის ნეიტრალიტეტი, მაგრამ თვითონ ზელენსკის და დელეგაციის განცხადებით აქ არის საუბარი ნატო-ს მე-5 პუნქტის მსგავს ვალდებულებაზე.

ის ქვეყნებში, რომლებიც ჩამოთვლილია, შედის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნები და პლუს კანადა, თურქეთი და ისრაელი. ექნებათ შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებული იქნება მათი პარლამენტების მიერ, ამას ძალიან ხაზგასმით ითხოვს უკრაინა. თავდასხმის შემთხვევაში ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას სამხედრო გზით დახმარება აღმოუჩინონ, ანუ მე-5 პუნქტის მსგავსი ვალდებულებებია, რაც მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია კიდევაც უფრო მეტი იყოს, ვიდრე ნატო-ს წევრობა, იმ თვალსაზრისით, რომ აქ კიდევ სხვა მოთამაშეებიც იღებენ ვალდებულებას.

ჩემი პირადი ვარაუდით, უფრო მარტივი იქნება დასავლეთისთვის, რომ ნატო-ს წევრობა მისცეს უკრაინას და ვფიქრობ, უკრაინა ამას იმსახურებს, რადგან არა მხოლოდ უკრაინისთვის იქნება მნიშვნელოვანი, თვითონ დასავლეთისთვისაც. ეს შემოიტანს მთელს კონტინენტზე უსაფრთხოებას და სტაბილურობას განამტკიცებს. თუმცა ცხელი ომის ფაზაში ამ გადაწყვეტილების მიღება ნაკლებ სავარაუდოა“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა