მიხეილ სააკაშვილი - ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემი გათავისუფლება მოითხოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი გათავისუფლება მოითხოვა.

როგორც სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს, მისი გათავისუფლებისაკენ ხელისუფლებას ბევრი სხვა საერთაშორისო მოთამაშე მიმართავს, თუმცა „ოლიგარქი მითითებას მხოლოდ ვლადიმერ პუტინისგან იღებს“.

,,ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემი გათავისუფლება მოითხოვა. ძალიან ბევრი საერთაშორისო დიდი მოთამაშე იგივეს ეუბნება საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას, მაგრამ ოლიგარქი იღებს მითითებას მხოლოდ ერთი მხრიდან - ეს არის პუტინი. ოღონდ პუტინს ახლა თავისი გასჭირვებია და არამგონია ბორენკასთვის რამენაირად მოიცალოს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო