შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელში მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს

მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს - ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაგზავნილ იქნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც კითხვარი უნდა შეიმუშაონ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება.

„სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება. გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც ქვეყნის შესწავლის და ანალიზის საფუძველს წარმოადგენს. სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსული აგრესია უკრაინაში და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა