შს მინისტრის მოადგილე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის და ევროკავშირის სამხედრო შტაბის ხელმძღვანელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა ევროკავშირის სამხედრო შტაბისა და სამხედრო მისიების ხელმძღვანელს ერვე ბლეჟას, ამასთან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე არსებული თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი ბუთხუზმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განსაკუთრებულ როლსა და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა