„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ბაჩო დოლიძის შეფასებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა საგარეო პოლიტიკის კუთხით საქართველოს ხელისუფლების კრახზე მიუთითებს. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება თავისი პოლიტიკითა და განცხადებებით სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას.
„საგარეო კუთხით, ეს არის კრახი ჩვენი ხელისუფლებისთვის. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ცივილური ნაწილი მხარს უჭერს უკრაინას და პროაქტიულად ეხმარება, ჩვენთან ისე მოხდა, რომ უკრაინამ თავისი ელჩი გაიწვია. გაიწვია რატომ? იმიტომ, რომ კონკრეტული რეზულტატი ვერ მიიღო საქართველოდან, ეს იყო სანქციების საკითხი, უკრაინის პროაქტიული დახმარება, ეს იყო ის, რომ კომფორტი არ უნდა შეგვექმნა რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც გაურბიან იმ სანქციებს, რომელსაც დასავლეთი მათ უწესებთ. ამის გათვალისწინებით, ძალიან ცუდი ფაქტია და რომ არა, კიდევ და კიდევ ჩვენი გმირი ბიჭების თავდადება, არ ვიცი ამ სირცხვილს რა მორეცხავდა, რასაც ქართული ხელისუფლება აყენებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დოლიძემ.
მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების თითოეული გადადგმული ნაბიჯი სამარცხვინოა.
„თავის მართლების თითოეულო მცდელობა არის სამარცხვინო, ნამდვილად ვერ დაემალებიან იმ ფაქტს, რომ მართლაც ლაჩრული, სამარცხვინო საქციელი გამოავლინეს ამ პერიოდში", - განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა.