პაატა დავითაია - რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ამზადებს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განაცხადებით, რუსეთი იმპერიულ სახეს არ იცვლის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ამზადებს.

დავითაიას თქმით, ანატოლი ბიბილოვის განცხადება, სადაც ის ხაზს უსვამს, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყებს „სამართლებრივი ნაბიჯების“ გადადგმას და მოხდება ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანება, საგანგაშოა.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მიზანს ვერ მიაღწია, თავისი მარცხის ნაწილობრივ გადასაფარად, ახალი ტერიტორიების „შემოერთების“ მიზნით იმ პროვოკაციული გეგმის შესრულება დაიწყო, რაზედაც რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია მუშაობს. საქართველოს ხელისუფლების მიერ მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს რეაგირება და გაკეთდეს მკვეთრი მესიჯი, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ტერიტორიების ანექსიას. ბიბილოვის პროვოკაციული განცხადების შესახებ საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ ჩვენი პარტნიორები. სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ უნდა გაიცეს სანქცია ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტზე, რომ მან, როგორც ძებნილმა და დამნაშავემ, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციურ წყობას, ვერ მოაწეროს ხელი დაგეგმილ ანექსიაზე. ეს იქნება სამართლებრივი საფუძველი, თუ როგორ თანამშრომლობს რუსეთის ფედერაცია კრიმინალებთან, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც კიდევ ერთი მტკიცებულება, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში", - აცხადებს პაატა დავითაია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო